თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია, ძებისაშვილმა და ქემერტელიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია, ძებისაშვილმა და ქემერტელიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ტაჯიკი ევლოევი 5:0 დაამარცხა.

შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქემერტელიძემ ირანელი იბრაჰიმზადე 11:4 დაამარცხა, ძებისაშვილმა კი ალიბეგ მალიბეგოვს სძლია.

18 ივლისს ტურნირზე მედლები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება.