თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი ფალავანი – გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) გამოვა.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილის ტურნირზე ასევე ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში იჭიდავებს, გოგა ოთინაშვილი (65 კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და რობერტ დინგაშვილი (57 კგ) – მათ თითო გამარჯვება სჭირდებათ, რათა ფინალურ ბლოკში გადავიდნენ, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:45 საათზე გაიმართება, მედლები კი 9 აპრილს გათამაშდება გათამაშდება.