თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

რომში დღეს სტარტი აიღო 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირზე კარგად დაიწყეს ასპარეზობა ქართველმა ახალგაზრდებმა. სამი ფალავანი ნახევარფინალში გავიდა, რომელთაგანაც ოთარ ადეიშვილი (79კგ) ფინალში იჭიდავებს, ლუკა ღვინჯილია (57კგ) და ლუკა ხუჭუა (97კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ასევე მესამე ადგილის შანსი რეპეშაჟიდან ექნება კუკა ჯანეზაშვილსაც (65კგ).

დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება. კონტინენტის პირველობაზე რომში ხვალ დილიდან წინასწარი შეხვედრები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება, სადაც ხუთი ქართველი იასპარეზებს:

61 კგ – დავით აბდალაძე

74 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე

86 კგ – დავით კოღუაშვილი

92 კგ – ანდრო მარგიშვილი

125 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი