თავისუფალი ჭიდაობა | ელბაქიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, დინგაშვილი და გამყრელიძე დამარცხდნენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ელბაქიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, დინგაშვილი და გამყრელიძე დამარცხდნენ #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, რომელთაგან გიორგი ელბაქიძემ (74 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე უზბეკი ფალავანი 7:1 დაამარცხა და მერვედფინალშია.

მირიან მაისურაძეს (92 კგ) ტურნირზე ჯერ პირველი ორთაბრძოლა არ ჩაუტარებია, ხოლო რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) პირველივე დაპირისპირებებში დამარცხდნენ.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 12:30 საათზე დაიწყო. დღეს, 18:30 საათიდან ნახევარფინალები ჩატარდება, ფინალური ბლოკი კი 15 სექტემბერს გაიმართება.

13 სექტემბერს მსოფლიო პირველობაზე ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან აკაკი ქემეტელიძე და სოლომონ მანაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებდნენ, თუმცა ორივე მათგანი დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.