თავისუფალი ჭიდაობა | დავით ჭეჭელაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | დავით ჭეჭელაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT

ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ინდოელი ამიტ ამიტი 9:6 დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 17 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ).