თავისუფალი ჭიდაობა | ბუდაპეშტში დღეს სარეიტინგო ტურნირი დაიწყება #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ბუდაპეშტში დღეს სარეიტინგო ტურნირი დაიწყება #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 17-20 ივლისს საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი გაიმართება. 17 და 18 ივლისს შეჯიბრზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები სარეიტინგო ტურნირზე გაფართოებული შემადგენლობით გამოვა.

57 კგ – რობერტ დინგაშვილი, ლუკა ღვინჯილია;

61 კგ – გიორგი გონიაშვილი;

65 კგ – გოდერძი ძებისაშვილი;

70 კგ – აკაკი ქემერტელიძე;

74 კგ – გიორგი ელბაქიძე;

79 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე, ვლადიმერ გაფრინდაშვილი;

86 კგ – თორნიკე სამხარაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი;

92 კგ – მირიან მაისურაძე;

97 კგ – მერაბ სულეიმანაშვილი;

125 კგ – გივი მაჭარაშვილი, სოლომონ მანაშვილი.