თავისუფალი ჭიდაობა | ბოგდან კვანტალიანი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ბოგდან კვანტალიანი (71 კგ) ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში რუსი მოხმად ბაისულთანოვი ანგარიშით 10:9 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ირანელ ფალავანს დაუპირისპირდება.