თავისუფალი ჭიდაობა | ალექსანდრე აბრამიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

12:01, 17.10.2026

ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ფინალშია.

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელი მილან გელენი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

მსოფლიო პირველობაზე რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ თორნიკე სამხარაძე (86 კგ) და სანდრო ყურაშვილი (92 კგ).

დღეს ლას ვეგასში ასპარეზობას დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფალავნები დაიწყებენ.

მსგავსი