თავისუფალი ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზანგალაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ნიკა ზანგალაძემ (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველმა ფალავანმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე პავლოვთან 1:6 წააგო.
შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა გიორგი გოგრიჭიანს, მაგრამ მან ორთაბრძოლა შვეიცარიელ ფალავანთან დათმო.
კონტინენტის პირველობაზე დღეს ასპრეზობები დარჩენილ ხუთ – 61, 74, 86, 92, 125 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.
საქართველოს ნაკრების სახელით ომარ გაზაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე, თორნიკე სამხარაძე, სანდრო ყურაშვილი და გიგა შავაძე ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან სამხარაძე და ყურაშვილი განაგრძობენ.