თავისუფალი ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დასკვნით დღეს მედლები ხუთ წონით კატეგორიაში (61, 74, 86, 92 და 125 კგ) გათამაშდა.

კონტინენტის პირველობის ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ) უკრაინელი ოლინიკი დაამარცხა და ჩვენს გუნდს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის იჭიდავა სანდრო ყურაშვილმაც (92 კგ), მაგრამ იგი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მოჭიდავეებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდათ მოპოვებული – ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ხვალიდან, 12 მარტიდან, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.