თავისუფალი ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჩხიტუნიძე და სანდრო ყურაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს მედლები 61, 74, 86, 92 და 125 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
კონტინენტის პირველობის ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების წევრები ლუკა ჩხიტუნიძე (74კგ) და სანდრო ყურაშვილი (92კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ჩხიტუნიძე უკრაინელ ფალავანს, ოლინიკს შეხვდება, ყარაშვილი კი აზერბაიჯანელ მუსტაფაზადეს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს გუნდს მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული – ნიკა ზანგალაძე (57კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.