თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

12:13, 20.08.2026

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს გამოსვლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.

20 აგვისტოს ხალიჩაზე 61 კგ და 86 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეებს გავლენ, 21 აგვისტოს შეჯიბრებაში 57, 65, 79, და 92 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაერთვებიან, ხოლო 70, 74, 97 და 125 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები 22 აგვისტოს იჭიდავებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენელობა:

57 კგ – გიორგი მაისურაძე;

61 კგ – ნიკოლოზ ხვედელიძე;

65 კგ – მათე ნადირაძე;

70 კგ – ზურაბ აბალაკი;

74 კგ – კობა გოგუაძე;

79 კგ – ლუკა მარგველიძე;

86 კგ – დაჩი პაპინაშვილი;

92 კგ – სანდრო ყურაშვილი;

97 კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი;

125 კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი.

მსგავსი