თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

12:40, 22.08.2026

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს 70, 74, 97 და 125 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაერთვებიან. მედლებისთვის იბრძოლებენ: ზურაბ აბალაკი, კობა გოგუაძე, კონსტანტინე პეტრიაშვილი და ალექსანდრე აბრამიშვილი.

აღსანიშნავია კონსტანტინე პეტრიაშვილის გამოსვლა, რომელმაც 11 ივლისს კონტინენტის პირველობა მოიგო და ხალიჩაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს.

დღესვე სანდრო ყურაშვილი (92 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს.

მსგავსი