თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ხუთი ფინალური წყვილი გაირკვა
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ხუთი ფინალური წყვილი გაირკვა

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. დიღომში მდებარე ფრენბურთის არენა -„ნიუთბილისში“ დღეს ხუთი წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდნენ.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ გოგავა (ხონი) თეიმურაზ ვანიშვილს (გორი) დაუპირისპირდება. 65-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი) მოგამედ საიდოვს (ყვარელი) შეხვდება. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) და ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო) გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას 74 კგ წონით კატეგორიაში. 86-ში სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი) დავით ხუციშვილთან (საგარეჯო) იჭიდავებს. ხვალინდელი დღის მედლების ბოლო კომპლექტი კი 97 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც ერთმანეთს ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) და ზვიად მეტრეველი (ონი) დაუპირისპირდებიან.

ფინალური შეხვედრები ხვალ 17:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში (61; 70; 79; 92 და 125) წინასწარი შეხვედრები გაიმართება. ტურნირი 26 დეკემბერს სწორედ ამ წონების ფინალური შეხვედრებით დასრულდება, რომლებიც სტარტს 14:00 საათზე აიღებს.

დატოვე კომენტარი