თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი  ზურაბ ურთაშვილი ევროპის ჩემპიონია
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზურაბ ურთაშვილი ევროპის ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონატის  ფინალურ შეხვედრაში 97კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე   ზურაბ  ურთაშვილი თურქ ფეიზულა აკთურქს დაუპირისპირდა.

შეხვედრის დასრულებამდე ცხრა წამით ადრე ქართველმა ფალავანმა  ორქულიანი ილეთით და თურქების უსაფუძვლო გაპროტესტების გამო მიღებული ქულით ანგარიშით  9:1 დაამარცხა მეტოქე   და დამსახურებულად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.

დღესვე საქართველოს ნაკრების წევრი თეიმურაზ ვანიშვილი  ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი ელბაქიძე და ივერიკო ჯულიყაძე კი მეხუთე  ადგილებზე გავიდნენ.

ხვალ ევროპის პირველობის დასკვნითი დღეა. ოთხი ქართველი მოჭიდავე – რამაზ თურმანიძე (61 კგ), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ), ბექა ნადაშვილი (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანს ინარჩუნებს.

დატოვე კომენტარი