თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი გენო პეტრიაშვილი იქნება
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი გენო პეტრიაშვილი იქნება

25-26 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი გენო პეტრიაშვილი იქნება.

წონითი კატეგორიების მიხედვით კი საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
57 კგ – რამაზ თურმანიძე (აჭარა)

61 კგ – შოთა ფარტენაძე (აჭარა)

65 კგ – ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)

70 კგ – მირზა სხულუხია (ქუთაისი)

74 კგ – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

86 კგ – ირაკლი მწითური (თბილისი)

97 კგ – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

125 კგ – გენო პეტრიაშვილი (გორი) დაიცავენ.

25 ნოემბერს გამარჯვებულები 57-61-86-125 კგ-ში, ხოლო 26 ნოემბერს 65-70-74-97 კგ. წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

დატოვე კომენტარი