თავდამსხმელები იმიტომ არ მოგვიყვანია, რომ გოლი კაშიამ გაიტანოს - ვაისს „სლოვანი“ კანკავას გარეშე ვერ წარმოუდგენია #1TVSPORT
თავდამსხმელები იმიტომ არ მოგვიყვანია, რომ გოლი კაშიამ გაიტანოს - ვაისს „სლოვანი“ კანკავას გარეშე ვერ წარმოუდგენია #1TVSPORT

„ვერ წარმომიდგენია გუნდი ჯაბა კანკავას გარეშე“, – ამის შესახებ ბრატისლავას „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

მან კლუბის მდგომარეობაზე, პერსპექტივასა და გუნდის წევრებზე ისაუბრა. ვაისმა სხვების კრიტიკის ფონზე ერთადერთი ვინც გამოარჩია, საქართველის ნაკრების ყოფილი კაპიტანია.

„არ ვიცი, რას ვიზამთ მის გარეშე. ეს რამდენიმე მატჩში გამოჩნდა. კანკავა ჩვენთვის ცენტრალურ ნახევარდაცვაში ბრილიანტია. მისნაირი გულის 11 მოთამაშე რომ გყავდეს, შეგიძლია დაჯდე კაბინეტში და უყურო ტელევიზორს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც კლუბისთვის მასავით იბრძოლებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკეთესები გავხდეთ, მაგრამ წინსვლა ფეხბურთელებსაც უნდა სურდეთ. ზოგმა მეტი კლასი უნდა აჩვენოს იმ პირობებში, რაც ჩვენ შევუქმენით“, – მოუწოდა ვლადიმერ ვაისმა მოთამაშეებს.

„სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ თავდამსხმელებით უკმაყოფილოა:

„ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მატჩი, რადგან შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ. ფაქტია, რომ ზოგიერთი მოთამაშე აქ თავს კომფორტულად გრძნობს. გოლები სხვა ადამიანებმა უნდა გაიტანონ და არა ვერნონ დე მარკომ და გურამ კაშიამ. თავდამსხმელებს ფულს გოლის გატანაში უხდიან. 11 თამაში ჩავატარეთ, ივან შაპონიჩმა კი მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, ერიკ რამირესმა კი ერთი“.