ტავარესი - „ჩვენ საუკეთესო ფორმატი შევარჩიეთ“ | ჰოკეი
ტავარესი - „ჩვენ საუკეთესო ფორმატი შევარჩიეთ“ | ჰოკეი

ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ „ტორონტოს“ ფორვარდმა ჯონ ტავარესმა ფლეი ოფში მონაწილე 24 გუნდიანი ფორმატის თაობაზე აზრი გამოთქვა. იგი 2019/2020 წლების სეზონის განახლების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახლდათ.

„იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში გამოვიარეთ, კლუბი, რომელიც ხუთ რაუნდში გაიმარჯვებს, მათ შორის ოთხ სერიაში ოთხ მოგებამდე, ის სტენლის თასის დამსახურებული მფლობელი გახდება. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დაუთმეთ ამ საკითხზე მუშაობას. ყველას გვსურდა, რომ მათი სახელები, ვინც წელს ამ თასს მოიგებს, ისევე დარჩეს ისტორიას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.დღევანდელი პანდემიის პერიოდში უკეთესი ვარიანტის გამონახვა ურთულესი იქნებოდა.ჩვენ ეს ფორმატი შევარჩიეთ და ის საუკეთესოა“ – დაასრულა ტავარესმა.