თაუნსენდი პრემიერლიგის საუკეთესო გოლის ავტორია [ვიდეო]
„კრისტალ პალასის“ ნახევარმცველი ენდროს თაუნსენდი პრემიერლიგის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად გამოცხადდა.
27 წლის ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. ის შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
With this absolute screamer, the 2018/19 @carling #PL Goal of the Season goes to…@andros_townsend 👏#PLAwards pic.twitter.com/WmAG163YG8
— Premier League (@premierleague) May 21, 2019