ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 25 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ტურნირზე 3 ქართველი იღებდა მონაწილეობას.

-81 კგ წონით კატეგორიაში 21 წლის ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობდა, რომელიც ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ფინალი – გრიგალაშვილი VS შმიდტი

 

გრიგალაშვილი მერვედფინალში რუმინელ ნიკონ ზაბოროსკიუჩს დაუპირისპირდა და მარტივად, 11 წამში დაამარცხა, შემდეგ მან საფრანგეთის წარმომადგენლის ბაპტისტ პიერის ბარიერი გადალახა, ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს 23 წამში მოუგო.

1/8-ფინალი – გრიგალაშვილი VS ზაბოროსკიუჩი

 

1/4-ფინალი – გრიგალაშვილი VS ბაპტისტ პიერი

 

1/2-ფინალი – გრიგალაშვილი VS ჰეიმანი

 

ზაგრების გრან პრიზე დღეს ტატამზე კიდევ 2 ძიუდოისტი გავიდა. ჯუმბერ მელაძემ (-73) კარგად დაიწყო და პირველი ბრძოლის მოგება მოახერხა, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, ესპანელ მეტოქესთან დამარცხდა. -81 კგ წონით კატეგორიაში ტატოსთან ერთად ზაურ დვალაშვილიც ასპარეზობდა, რომელიც პირველივე წრეში დამარცხდა.

დატოვე კომენტარი