ტატო გრიგალაშვილი - საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი
ტატო გრიგალაშვილი - საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ქართველმა გზად ორი მსოფლიო ჩემპიონი და ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილი: „მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ვიყავი მოტივირებული, ვიყავი განწყობილი საჩემპიონოდ. ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ორი მსოფლიო ჩემპიონი უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა. გამომივიდა, შევძელი და გავიმარჯვე. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს გულშემატკივარს.“