ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ულამაზესი გდებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უმედლოდ იყო.

საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მომდევნო დღეებში იასპარეზებენ:

ვაჟები: ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები:  სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ტურნირის განრიგი:

10 ოქტომბერი: -70კგ, -90კგ, 11 ოქტომბერი: -78კგ, -100კგ, 12 ოქტომბერი: +78კგ, +100კგ, 13 ოქტომბერი: გუნდური ჩემპიონატი.