ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 73კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ფინალში იჭიდავებს. ქართველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალში 20 წლის სამხრეთკორეელ ლის შეხვდა და 35 წამში ორი ვაზარით დაამარცხა.

გრიგალაშვილი ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდება, რაც შარშანდელი ფინალის გამეორებაა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან გაიმართება.