ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ტერაშვილი და გიორგი ჩიხელიძე ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ტერაშვილი და გიორგი ჩიხელიძე ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 11 ქართველი ძიუდოისტი გამოვა საასპარეზოდ, რომელთაგანაც ოთხი მამაკაცი აგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას.

81 კგ-ში მეორე შეხვედრა ჩაატარა ტატო გრიგალაშვილმა. ქართველმა პუერტო-რიკოელი განდია მარტივად დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ასევე ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებენ ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი და გიორგი ჩიხელიძე (ორივე 73კგ).

გიორგი ტერაშვილის მოგება

 

გიორგი ჩიხელიძის მოგება

 

ცოტა ხნით ადრე კი 73 კგ-ში მეორე შეხვედრა ჩაატარა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი ბრაზილიელ კოდას დაუპირისპირდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

წინასწარი შეხვედრები 11:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 17:00-ზე გაიმართება.