ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ძიუდო
ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ძიუდო

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ქართველმა გზად ორი მსოფლიო ჩემპიონი და ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ტურნირზე კიდევ სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ ისინი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის გუშინ 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.დიუსელდორფის გრანდ სლემზე ხვალ სამ წონით კატეგორიაში ექვსი ქართველი იასპარეზებს:90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.