ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალშია - ძიუდო
ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალშია - ძიუდო

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ქართველმა გზად ორი მსოფლიო ჩემპიონი და ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილის მეტოქე პირველი ადგილისთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელი ხასან ხალმურზაევი იქნება.

დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით ტურნირზე კიდევ სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ ისინი მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის გუშინ 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20.00 საათიდან დაიწყება.