ტატიშვილს „როლან გაროსის“ საპრიზო თანხას უბრუნებენ
ტატიშვილს „როლან გაროსის“ საპრიზო თანხას უბრუნებენ

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა განაცხადა, რომ „როლან გაროსის“ პირველ წრეში მონაწილეობისთვის მოპოვებულ საპრიზო თანხას დაუბრუნებენ.

„დიდი სლემის” ტურნირების საბჭომ გააუქმა ჩემი სასჯელი 2019 წლის „როლან გაროსზე“. მათ აღიარეს, რომ პროფესიულად ვთამაშობდი პირველიდან ბოლო გათამაშებამდე და დამიბრუნებენ ყველა საპრიზოს, რომელიც მოვიპოვე“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ტატიშვილმა.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა „როლან გაროსის“ პირველ წრეში ბერძენ მარია საკარისთან 0:6, 1:6 წააგო, რის შემდეგაც მსაჯმა დაადგინა, რომ მისი გამოსვლა არ შეესაბამებოდა პროფესიულ სტანდარტებს. შედეგად, ჩოგბურთელს ჩამოართვეს 46 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მიზეზით, უიმბლდონის პირველი წრეში მოპოვებული თანხა ჩამოართვეს ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს.