თათარსტანის პრეზიდენტმა „რუბინს“ ვარჯიშის განახლება მოსთხოვა
თათარსტანის პრეზიდენტმა „რუბინს“ ვარჯიშის განახლება მოსთხოვა

კორონავირუსის საფრთხის გამო, რუსეთში ვარჯიში ყველა გუნდმა შეწყვიტა – მათ შორის, ყაზანის „რუბინმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ.

ყაზანური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, „რუბინის“ ფეხბურთელები დაისვენებენ, მერე კი კლუბის თანამშრომლები კორონავირუსის ტესტს გაივლიან, მაგრამ თათარსტანის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა გუნდს ვარჯიშის განახლება მოსთხოვა.

„ვარჯიშები გაგრძელდება. ადამიანებმა უნდა ივარჯიშონ, მეც ყოველდღე ვვარჯიშობ. მათ გაჩერება არ შეიძლება, ისინი სპორტსმენები არიან” – ეს თათარსტანის პრეზიდენტმა სააგენტო ტას-თან განაცხადა.