„ტატარ ინფო“ - კვარაცხელია „კრილია სოვეტოვთან“ ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT
„ტატარ ინფო“ - კვარაცხელია „კრილია სოვეტოვთან“ ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ და ყაზანის „რუბინმა“ 12 თებერვალს თურქეთში მესამე შეკრება კარგი განწყობით დაიწყეს – ლეონიდ სლუცკის გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

„რუბინმა“ თურქეთის ქალაქ ბელეკში გამართულ საკონტროლო შეხვედრაში სამარის „კრილია სოვეტოვი“ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 46- წუთზე შეცვალეს, მანამდე კი რამდენიმეჯერ მოასწრო თამაშის გამწვავება და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ტატარ ინფოს“ ცნობით, „რუბინის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სამარას „კრილია სოვეტოვთან“ საკონტროლო თამაშის პირველ ტაიმის შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. რამდენად სერიოზულია 21 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა, უცნობია.

„რუბინი“ სეზონის განახლებისთვის მზადების დასკვნითი ეტაპს 25 თებერვლამდე გააგრძელებს და ამ დროის განმავლობაში კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს:

17 თებერვალი – მოსკოვის „დინამო“

20 თებერვალი – მოსკოვის ცსკა

21 თებერვალიკოსტანაისტობოლი

მოსკოვური კლუბის მოთხოვნით, „დინამოსთან“ მატჩი მედიისთვის დახურული იქნება.