ტასოს ბაკასეტასი - საქართველოსთან მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ #1TVSPORT
ტასოს ბაკასეტასი - საქართველოსთან მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ #1TVSPORT

საქართველოსთან 31 მარტს გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველმა ტასოს ბაკასეტასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გამარჯვებისთვის აუცილებელია აბსოლუტური კონცენტრაცია. 

„მწვრთნელის გეგმა აუცილებლად უნდა შევასრულოთ. თავიდანვე უნდა ვაჩვენოთ მეტოქეს, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგებაა, ხოლო ესპანეთთან თამაშის მსგავსად დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ერთსულოვანი გუნდი ვართ. მხოლოდ კონცენტრაცითა და დისციპლინით შეიძლება მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა“ – განაცხადა ტასოს ბაკასეტასმა.

„ტრაბზონის“ 27 წლის ნახევარმცველის ამტკიცებს, რომ ნაკრებში ნიდერლანდელი ჯონ ვან სხიპის დანიშვნის შემდეგ გუნდში ატმოსფერო გაუმჯობესდა: „გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენი გუნდი უკეთესი გახდა. ჩვენ ყოველ შეხვედრაში ვცდილობთ, წინაზე უეკთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ყველა ხედავს. ყველა ბოლომდე ვიბრძვით. ესპანეთში ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ წარმატებული სვლის გაგრძელებაა საჭირო“.

ტასოს ბაკასეტასის აზრით, საქართველოს მსგავს მეტოქეებთან მოგება რთული, მაგრამ აუცილებელია: „ზოგიერთი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ უფრო წინ წავიდეთ და მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ უფრო ძლიერ მეტოქეებთან ვართ კონცენტრირებული. მაგრამ ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს, საქართველოს ნაკრებს ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ესპანეთში წარმატება წარსულია – ახალი მიზანი კი საქართველოსთან მატჩის წარმნატებით დასრულებაა“.