ტასოს ბაკასეტასი - ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტი საქართველოსთან გავიტანე [ვიდეო] #1TVSPORT

ტასოს ბაკასეტასი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაში სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო, 90-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა.

„დარტყმამდე მე არ ვნერვიულობდი, უბრალოდ თავში ბევრი აზრი მიტრიალებდა. მე სიმშვიდე შევინარჩუნე და ამან პენალტის შესრულებაზე გავლენა მოახდინა. ვფიქრობდ მხოლოდ იმაზე, რომ ბურთი ბადეში გაეხვეოდა“, – ამბობს ტასოს ბაკასეტასი.

ტრაბზონსპორის“ 28 წლის შემტევი ამბობს, რომ ეს პენალტი მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი იყო:

„ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტი, რაც კი ოდესმე შემისრულებია ცხოვრებაში – ამას ვერ დავმალავ. არ შემიძლია დავმალო ის სიხარული, რაც ახლა მაქვს“.

საბერძნეთის ნაკრებმა ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ნაკრები 0:2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი შეინარჩუნა.