თასის ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა - ორი „დინამოს“ დაპირისპირება თბილისელებს მეკარემ მოაგებინა #1TVSPORT
თასის ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა - ორი „დინამოს“ დაპირისპირება თბილისელებს მეკარემ მოაგებინა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – თასისთვის ბრძოლას „ლოკომოტივის“ დუბლშემადგენლობა გააგრძელებს, ხოლო მთავარი გუნდი გავარდა.

ეროვნული ლიგის აუტსაიდერს ლიგა 2-ის ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთის ფედერაციის ფოთის ტექნიკურ ცენტრში ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. ანგარიში 42-ე წუთზე მასპინძელთა მცველმა ალიკო ჩაკვეტაძემ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 56-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა დააფიქსირა.

აჭარაბეთ არენაზე“ ერთმანეთს ორი „დინამო“ დაუპირისპირდა – ბათუმელებმა თბილისელებს უმასპინძლეს. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და ვერც დამატებულ ტაიმებში და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც თბილისელებმა უკეთ შეასრულეს – 0:3.

ამ ეპიზოდის უდავო გმირი თბილისელთა მეკარე, 21 წლის ლუკა კუტალაძე იყო, რომელმაც ბათუმელთა პირველი სამი დარტყმა მოიგერია – მასპინძელთა პენალტისტს, ლადო მამუჩაშვილსაც აუღო, გუგა ფალავანდიშვილს „ცხრიანიდან“ მოუხსნა ბურთი და ბოლოს გოგა ჩაბრაძესაც არ გაატანინა და თბილისელები მეოთხედფინალში გაიყვანა.

ამგვარად, საქართველოს თასის ყველა 8 მეოთხედფინალისტი გაირკვა – „საბურთალო“, ქუთაისის „ტორპედო“, „დილა“, „ლოკომოტივი 2“, ლანჩხუთის „გურია“, „რუსთავი“, ქობულეთის „შუქურა“ და „დინამო თბილისი“.