თასის ნახევარფინალისტები ცნობილია - ბოლო საგზური „ლანჩხუთმა“ მოიპოვა #1TVSPORT
თასის ნახევარფინალისტები ცნობილია - ბოლო საგზური „ლანჩხუთმა“ მოიპოვა #1TVSPORT

8 მარტს ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. სამი გუნდი ცნობილი იყო, ხოლო მეოთხე მხოლოდ ახლა გაირკვა, რადგან ერთი შეხვედრა გადადებული იყო.

ეს მეოთხედფინალური შეხვედრა სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, სადაც „ნორჩი დინამო“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო, 1:1 დასრულდა და თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. „ლანჩხუთმა“ ორი გოლის გატანა მოახერხა, 3:1 გაიმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში, რომელიც 8 მარტს გაიმართება, „ლანჩხუთი“ თბილისში პრინციპულ მეტოქეს, „ნიკეს“ დაუპირისპირდება. ამავე დღეს, ზუგდიდში, სამეგრელოს დერბიში ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი ადგილობრივი „ფენიქსი“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

საქართველოს ქალთა თასი. ნახევარფინალი. 8 მარტი

13:00 ნიკე – ლანჩხუთი

14:00 ფენიქსი – კოლხეთი ხობი