თარიღები ცნობილია - პლეი-აუტის მატჩების განრიგი სამივე ლიგაში გაირკვა
თარიღები ცნობილია - პლეი-აუტის მატჩების განრიგი სამივე ლიგაში გაირკვა

ეროვნული ლიგაში გადასასვლელი პლეი-აუტის წყვილები ელიგასა და ლიგა 2-ში გამართული 35-ე ტურის შეხვედრების შემდეგ გახდა ცნობილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, საიდანაც პლეი-ოფების გამართვის თარიღები ცნობილი გახდა.

ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ერთმანეთს „გაგრა“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე წყვილში „სამტრედია“ და „ვიტ ჯორჯია“. მატჩები 12 და 15 დეკემბერს შედგება. პირველ თამაშებს „გაგრა“ და „სამტრედია“ უმასპინძლებენ.

ეროვნული ლიგა 2-სა და ლიგა 3-ის პლეი-აუტის თამაშები 11 და 14 დეკემბერს შედგება, ხოლო ლიგა 3 – რეგიონული ლიგის გუნდების გადამწყვეტი შეხვედრები 10 და 13 დეკემბერს გაიმართება.