ტარიელ ხეჩიკაშვილი საბურთალოს გაძლიერებას გეგმავს - ბევრ ევროპულ გუნდზე უკეთესი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ მათ სხვა უპირატესობები აქვთ
ტარიელ ხეჩიკაშვილი საბურთალოს გაძლიერებას გეგმავს - ბევრ ევროპულ გუნდზე უკეთესი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ მათ სხვა უპირატესობები აქვთ
„წელს საბურთალო ევროგათამაშებაში პირველად ითამაშებს და ამ მიზნით გაძლიერებას ვგეგმავთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონის, საბურთალოს პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
 
მისი თქმით, გუნდის ახალწვეულების ვინაობას გუშემატკივარი მალე შეიტყობს: „თავადაც ვხედავთ, რომ გაძლიერება გვჭირდება და რომ ახლანდელი გუნდით ჩემპიონთა ლიგის სკავალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა გაგვიჭირდება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ. უკევ ვიცით, რომელ პოზიციაზე გვიჭირს და რომელი ამპლუის მოთამაშეები უნდა დავიმატოთ. პოტენციურ ახალწვეულებთან მოლაპარაკებები კი უკვე დაწყებულია“.
მისი თქმით, გუნდს ლეგიონერებით გაძლიერების საშუალება გააჩნია, თუმცა პრობლემებიც ახსენა:
„დღეისათვის საბურთალო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი გუნდია – ჩვენი ბიუჯეტი რამდენიმე მილიონია. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სლოვაკეთის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიიის ბევრ გუნდზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები გაგვაჩნია. მაგრამ მათ ჩვენთან შედარებით სხვა სახის უპირატესობა გააჩნიათ – ევროპაში ფეხბურთელები უფრო ნაკლებ თანხაზე თამაშს თანხმდებიან, ჩვენთან კი ორჯერ და სამჯერ მეტს ითხოვენ. ესეც ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემაა. წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთზე ბევრი ნეგატიური ინფორმაცია იყო, ვითარების შესაცვლელად კი დრო გვჭირდება“.