ტარიელ ხეჩიკაშვილი - ხარაიშვილი ისეთ ევროპულ კლუბში მოხვდება, რომელიც მის განვითარებას ხელს შეუწყობს
ტარიელ ხეჩიკაშვილი - ხარაიშვილი ისეთ ევროპულ კლუბში მოხვდება, რომელიც მის განვითარებას ხელს შეუწყობს

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, რომ მალე გაირკვევა, სად ითამაშებს ახალი სეზონიდან გიორგი ხარაიშვილი.

ხარაიშვილს უცხოეთში შანსი მიეცა და შვედეთის გამორჩეულ კლუბში – „გიოტებორგში“, იჯარით გავუშვით. მან თავის გამოჩენა მოახერხა და ახლა მის მიმართ ევროპული კლუბებიდან დიდი ინტერესია. დარჩება თუ არა „გიოტებორგში“, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ ძლიერ ევროპულ კლუბში მოხვდება, რომელიც მის განვითარებას და კიდევ უფრო ძლიერ კლუბში გადასვლას ხელს შეუწყობს“ – ამბობს პირველ არხთან „საბურთალოს” პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგში“ თებერვალში იჯარით გაუშვა, რომლის ვადაც ნოემბერში დასრულდა. შვედურ კლუბს 22 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება გააჩნია. მაგრამ საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება – ხარაიშვილი ან „გიოტებორგში“ ითამაშებს ან სხვა ევროპულ კლუბში.