ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ დღეს დაკავებულ მის შვილს იარაღი არ ჰქონია
ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ დღეს დაკავებულ მის შვილს იარაღი არ ჰქონია

ბადრი და ბიძინა ესებუების მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ დღეს დაკავებულ მის შვილს, ბიძინა ესებუას არც იარაღი ჰქონია და არც ხელყუმბარა.

ტარიელ ესებუას თქმით, შვილის დაკავების შესახებ ტელევიზიით გაიგო.

„არ ვიცოდი, ტელევიზიით გავიგე. მეტი არაფერი არ ვიცი. ჩემს შვილს არც იარაღი ჰქოდა და არც ხელყუმბარა, საიდან ამოიღეს? სახლიდან არ არის ამოღებული. გზაშია დაკავებული და გავიგებ ყველაფერს. 23-ში იყო თუ 25-ში, მერე კონტაქტი არ ჰქონდა არავის. ვაპირებ გარკვევას, რა მოხდა“, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას ტარების ბრალდებით სამეგრელოში დააკავა.

დატოვე კომენტარი