ტარიბო ვესტი - „მილანიდან“ მაფიის გამო წავედი
ტარიბო ვესტი - „მილანიდან“ მაფიის გამო წავედი

ნიგერიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ტარიბო ვესტიმ განაცხადა, რომ 2000 წელს „მილანი“ დატოვა მაფიის მხრიდან ზემოქმედების გამო. ნიგერიელი ფეხბურთელი იტალიური კლუბის ღირსებას 1999-2000 წლებში იცავდა, ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ის ინგლისურ „დერბი ქაუნთიში“ გადავიდა.

„მაფიის გამო წავედი“, – განაცხადა ვესტმა „სკორ ნაიჯერიასთან“ (Score Nigeria) კომენტარში, – „მათ მოისყიდეს ექიმები, რათა ეთქვათ, რომ ტრავმა მქონდა, მაგრამ ეს არ იყო სიმართლე. მათ ჩემი შემადგენლობიდან მოშორება უნდოდათ – არ სურდათ აფრიკელის ხილვა იტალიურ გუნდში. როცა წავედი, ახლოს ვიყავი „ლივერპულში“ გადასვლასთან, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მომიწია „დერბიში“ გადასვლა“.