დავით თარგამაძე ბოლნისის სიონის ღირსებას დაიცავს – 29 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი კლუბის ფორმას სეზონის ბოლომდე მოიგებს.
დავით თარგამაძე სხვადასხვა დროს იცავდა ფრაიბურგის, ოლექსანდრიას, შახტარის, მარიუპოლის და საბურთალოს ღირსებას, იყო საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 20 შეხვედრაში კი 2 გოლი გაიტანა.
ბოლნისის სიონის ახალწვეული გასულ სეზონში საბურთალოში გამოდიოდა. ბოლნისური კლუბის ცნობით, ფეხბურთელმა სიონთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შემტევი ნახევარმცველი სიონის რიგებში 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.