თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, „ინტერი“ ანტონიო კონტეს 150 მილიონ ევროს გადაუხდის
თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, „ინტერი“ ანტონიო კონტეს 150 მილიონ ევროს გადაუხდის

ცნობილი გახდა იტალიური „ინტერისა“ და მისი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს შეთანხმების დეტალები. ამ ინფორმაციას „კორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მწვრთნელის განთავისუფლების შემთხვევაში, მილანურ კლუბს მისთვის 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამასთანავე, კონტე იტალიური სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია – მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად ასეთი პირობებისა, „ინტერი“ მაინც განიხილავს ცნობილი სპეციალისტის განთავისუფლების საკითხს და მის შემცვლელებად მასიმილიანო ალეგრის, მაურისიო პოჩეტინოსა და უნაი ემერის მოიაზრებს.