„ტამბა ბეი ლაითნინგმა” სტენლის თასი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბი „ტამპა ბეი ლაითნინგი” 2019/2020 წლების სეზონის სტენლის თასის მფლობელი გახდა.

მან ფინალურ სერიაში „დალას სტარსს” ანგარიშით 4:2 სძლია და კლუბის ისტორიაში სტენლის თასი მეორედ მოიპოვა. „ტამპამ“ პირველად ამის გაკეთება 2004 წელს შეძლო. წლევანდელი გამარჯვებული 2018/2019 წლების სეზონშიც ჩემპიონობის აშკარა ფავორიტი იყო. რეგულარული სეზონი საუკეთესო შედეგით დაასრულა და 1995-96 წლების შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 62 გამარჯვება მიითვალა, მაგრამ მაშინ ჯონ კუპერის ბიჭებმა „კოლამბუს ბლუ ჯექეთსთან“ სრული კრახი განიცადეს და ჰოკეის ეროვნული ლიგის ანტირეკორდი დააფიქსირეს. „ლაითნინგიNHL-ის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგის გაფორმების შემდეგ პლეი ოფის პირველ რაუნდში მშრალად წააგო.

წლეულს კი კლუბმა პლეი ოფში შესანიშნავად იასპარეზა და თასიც ღირსეულად დაისაკუთრა.