თამაზ პერტია - ვაისმა ისეთი ნაკრები ჩამოაყალიბა, რომლის ლიდერობაც ლოგიკურია
თამაზ პერტია - ვაისმა ისეთი ნაკრები ჩამოაყალიბა, რომლის ლიდერობაც ლოგიკურია

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე ღირსეული, საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთი აჩვენა. მე როგორც მწვრთნელი კარგად ვხედავდი, რომ მთავარმა მწვრთნელმა გუნდს საკუთარი ხელწერა დაატყო“ – განაცხადა პირველ არხთან თამაზ პერტიამ.

43 წლის ქართველი მწვრთნელი 12 წელია, რაც ლატვიაში მუშაობს. იგი აღიარეს ქვეყნის პირველობის საუკეთესო მწვრთნელად, 2017 წელს კი წლის სიმბოლური ნაკრებში დაასახელეს. 2016 წლიდან „ლიეპაიას“ მთავარ მწვრთნელი იყო, რომელიც აგვისტოში საკუთარი სურვილით დატოვა.

პერტიამ კომენტარი ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების ლიდერობაზე გააკეთა.

„საქართველო ჯგუფში საუკეთესო გუნდია და მისი ლიდერობა ლოგიკურია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ლატვია საკუთარ პოტენციალს ვერ იყენებს, ზედმეტად მორიდებულად და დაკომპელქსებულად თამაშობს. წარუმატებლობის მიზეზად მხოლოდ ეს მიმაჩნია“.

43 წლის მწვრთნელის თქმით, მას ლატვიის ნაკრების გაწვრთნას მიკსუ პაატელაინენის დანიშვნამდე სთავაზობდნენ.

„ლატვიის ნაკრები უმწვრთნელოდ რომ დარჩა, პოსტი მე შემომთავაზეს. მაგრამ უარი ვთქვი, რადგან „ლიეპაიას“ ვწვრთნიდი და საქმე შუა გზაზე არ მსურდა მიმეტოვებინა. ამას არც ვნანობ.“ – განაცხადა მან.

დატოვე კომენტარი