თამაშამდე ერთი კვირით ადრე - ბათუმის „დინამო“-„სლოვანის“ ყველა ბილეთი გაყიდულია #1TVSPORT
თამაშამდე ერთი კვირით ადრე - ბათუმის „დინამო“-„სლოვანის“ ყველა ბილეთი გაყიდულია #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავასსლოვანის“ მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ევროტურნირების პირველი ეტაპი წაუგებლად დაიწყო – გია გეგუჩაძის გუნდმა გასვლაზე 0:0 ითამაშა.

ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ჩემპიონს ყველაზე რთული მეტოქე ჰყავდა – სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი“, რომელთანაც პირველი ტაიმის შემდეგ კაცნაკლული დარჩა. მაგრამ ვლადიმერ ვაისის „სლოვანთან“ (სადაც თამაშობენ ჯაბა კანკავა, გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე) ბათუმელებმა ხასიათი გამოავლინეს, მეორე ტაიმში უტევდნენ და განმეორებით მატჩამდე წყვილის ფავორიტები გახდნენ.

ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავასსლოვანის“ საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმის არენაზე გაიმართება. ბილეთები თითქმის ერთი კვირით ადრე გაიყიდა.

მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია, გუნდმა გულშემატკივრებს სტადიონზე ქცევის წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა, ერთ-ერთ პუნქტში კი წერია: „სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა/გაჩერება, ასევე სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის“.