თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაზე „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია
თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაზე „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს, ასამბლეამ რეზოლუციაზე – „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა იმ გავლენაზე ისაუბრა, რომელსაც პანდემიის პირობებში, ახალგაზრდობაზე თანამედროვე მედია ახდენს.

„ევროსაბჭოს ქვეყნებსა და მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე მედიაში ახალგაზრდების როლი შეიცვალა. თანამედროვე მედიაში პასიური როლიდან ახალგაზრდები წამყვანი აქტორების როლში გვევლინებიან. ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას, და ამავდროულად აქტიურად თვითონ ქმნიან საინფორმაციო და კრეატიულ საინფორმაციო, მედიაპროდუქტს.

პანდემიის პირობებში ახალგაზრდობამ თანამედროვე მედია ფიზიკური იზოლაციის უარყოფითი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის კიდევ უფრო მეტად მიმართა – აზრის გამოხატვის, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისა და ახალი კავშირების დამყარების, შემეცნებითი, კრეატიული და საგანმანათლებლო აქტივობისთვის. ამ პროცესების პარალელურად, კვლევების თანახმად, გაიზარდა თანამედროვე მედიის ნეგატიური ზეგავლენაც ახალგაზრდებზე. ემოციური ძალადობის, რადიკალიზაციის, დისკრიმინაციისა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შემთხვევებისადმი ახალგაზრდები მოწყვლადი აღმოჩნდნენ“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თამარ ტალიაშვილმა.

დატოვე კომენტარი