თამარ ჩუგოშვილი - საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის ბიუროს ორშაბათს მივმართავთ
თამარ ჩუგოშვილი - საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის ბიუროს ორშაბათს მივმართავთ

საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის შემდეგ, საზოგადოებას გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები. ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო და ის, რა თქმა უნდა ძალაშია, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ სამი წელია, ვართ “ქართული ოცნების” წევრები და ბუნებრივია, დღეს, პირველ რიგში, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი ყოფილი გუნდის ლიდერებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა“, – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

მისივე ინფორმაციით, ორშაბათს პარლამენტს მიმართავენ შესაბამისი განცხადებებით საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ.

„რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამაზე უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქში“.