თამარ ჩუგოშვილი გიორგი კანდელაკს პასუხობს - ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს, უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება
თამარ ჩუგოშვილი გიორგი კანდელაკს პასუხობს - ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს, უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება

ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ, გაუხარდეს ქვეყნის წარმატება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შეფასებას, რომ აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი „პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება რუსეთის მიმართ პრობლემაში გადაიზარდოს“.

„ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად და გვეუბნება ჩვენ, ვინც წლებია, ყველაფერი გავაკეთეთ ამ დოკუმენტის გასატანად.

ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს, უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება და მუდმივად იმაზე არ ფიქრობდეს, ჩრდილი როგორ მიაყენოს ყველა შედეგს“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქში“.