თამარ ჩუგოშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია, სრულად გაირკვეს, რა მოხდა პანკისის ხეობაში და რას ვაკეთებთ, რომ მსგავსი პროცესები აღარ მოხდეს
თამარ ჩუგოშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია, სრულად გაირკვეს, რა მოხდა პანკისის ხეობაში და რას ვაკეთებთ, რომ მსგავსი პროცესები აღარ მოხდეს

ჩემთვის მნიშვნელოვანია, სრულად გაირკვეს, რა მოხდა პანკისის ხეობაში, მოვლენები იმ ფორმით რატომ განვითარდა და ყველა ერთად რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი პროცესები ქვეყანაში აღარ მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. ის მიმდინარე სასესიო კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის საკითხს გამოეხმაურა. ჩუგოშვილის თქმით, ძალიან დროული და კარგია, რომ პარლამენტში მათი მოსმენა მოხდება.

„ბევრი კითხვა იქნება, მათ შორის პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე. პასუხებს ერთად მოვისმენთ. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას ორ უწყებას შორის შესაძლო დაპირისპირების თაობაზე, არ ვიცი, რა შიდა პროცესებზეა საუბარი, ამას ჭორებს დავარქმევდი. ამაში შესვლა არ მინდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.