თამარ ჩერგოლეიშვილი - ახალი ტრენდია რეტროგრად პოლიტიკოსებში, ყველგან ჩანან მოწოდებებით, რომ „უნდა გავიწიოთ ძველები“, გაიწიეთ მერე, ვინ გიჭერთ?
თამარ ჩერგოლეიშვილი - ახალი ტრენდია რეტროგრად პოლიტიკოსებში, ყველგან ჩანან მოწოდებებით, რომ „უნდა გავიწიოთ ძველები“, გაიწიეთ მერე, ვინ გიჭერთ?

გაიწიეთ მერე – ვინ გიჭერთ? – ასეთ კომენტარს აკეთებს „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ბერძენიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ის თავისი თაობის პოლიტიკოსებს „ოდნავ მაინც გვერდზე გაწევისკენ“ მოუწოდებს.

„ეს რაღაც ახალი ტრენდი დაიძრა (ვიზიარებ მათ შეფასებას) ჩემი შეხედულებითაც რეტროგრად პოლიტიკოსებში – 24/7 ზე ყველა ეთერში და მიტინგის კადრებში ჩანან მოწოდებებით, რომ „უნდა გავიწიოთ ძველები“.

გაიწიეთ მერე – ვინ გიჭერთ?“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“.

„რესბუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით დაწერა.

„განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები.

ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90-იანებიდან ვჩანვართსულ), გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.

კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, ვიდრე მათაც ახეხინებენ იზოლატორებსდაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ…“ – წერს ბერძენიშვილი.