თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შსს-ში მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შსს-ში მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შსს-ში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯიმშერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე დაინტერესდნენ ყველა დეტალით, რომლის შესახებაც ოჯახს აქვს ინფორმაცია.

„გამოძიება დროულად უნდა აიღონ, როგორც სიტყვა მოგვცეს. ითქვა, რომ ყველაფერს დეტალურად გაგვაცნობენ თავის დროზე და სწრაფად გამოიძიებენ. ჩვენ მოვუყევით ყველაფერი.

ჩვენ რაც ვიცით, ყველაფერი აინტერესებდათ. მოვუყევით ეს ყველაფერი. დანარჩენი, დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“, – განაცხადა ჯიმშერ ბაჩალიაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

დატოვე კომენტარი