„თალიბანმა“ ქალების საქმეთა სამინისტრო ზნეობის დაცვის პოლიციით შეცვალა
„თალიბანმა“ ქალების საქმეთა სამინისტრო ზნეობის დაცვის პოლიციით შეცვალა

„თალიბანმა“ ქალების საქმეთა სამინისტრო ზნეობის დაცვის პოლიციით ჩაანაცვლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალების საქმეთა სამინისტროს შენობაზე აბრა უკვე შეცვალეს. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოებში კი ჩანს, რომ შენობასთან შეკრებილი ქალები მოუწოდებენ თალიბებს, სამსახურში დაბრუნების უფლება მისცენ.

ზნეობის დაცვის პოლიცია ავღანეთში 1990-იან წლებში, „თალიბანის“ მმართველობის დროს არსებობდა. უწყება მოქალაქეების მიერ შარიათის წესის შესრულებას აკონტროლებდა და განსაკუთრებით მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა ქალებს.

უფლებადამცველები ზნეობის დაცვის პოლიციის მიერ მოქალაქეთა წინააღმდეგ გატარებულ მკაცრ ზომებს ხშირად აკრიტიკებდნენ. თუმცა „თალიბანში“ ამბობენ, რომ აღნიშნული უწყების არსებობს აუცილებელია, რადგან „მოქალაქეთა მთავრი მიზანი ისლამის მსახურებაა“.

მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ქვეყანა უცხო ქვეყნის სამხედროებმა დატოვეს, ხოლო ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ სამშობლო დატოვა.

დატოვე კომენტარი